კრეტას ოფი-ს ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მოასპარეზე “ატრომიტოსს” სიტყვიერად შეუთანხმდა. ამის შესახებ ბერძნული ინტერნეტპორტალები sport-fm.gr-ი და gazzetta.gr-ი იუწყებიან.
მერებაშვილით რამდენიმე ბერძნული კლუბი ინტერესდებოდა, ფეხბურთელისთვის ფინანსურად ყველაზე მიმზიდველი კი “ატრომიტოსის” წინადადება აღმოჩნდა. თუმცა, ქართველს სურს, რომ ისეთ გუნდში ითამაშოს, რომელიც მომავალ სეზონში ევროთასებზე იასპარეზებს.
აქედან გამომდინარე, თუ “ატრომიტოსი” ევროთასების საგზურს მოიპოვებს, მაშინ, მერებაშვილი ბერძნებთან ორწლიანი კონტრაქტს გააფორმებს.
აღსანიშნავია, თავის რიგებში ქართველის ხილვა “კერკირასაც” სურს.