ფეხბურთი

13:01 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” პიანიჩის გადაბირებას აპირებს

ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავკაცი ლუის ვან გაალი იტალიური “რომას” 25 წლის ბოსნიელი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის გადაბირებას აპირებს. წყაროს ინფორმაციით, პიანიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყება.

“წითელი ეშმაკები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “რომას” კიდევ ერთი ნახევარმცველის, ჰოლანდიელი კევინ სტროტმანის შეძენას გეგმავენ.

პრიანიჩმა, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.112061