ფეხბურთი

22:27 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის სტაჟირება “სამეფო კლუბში”

ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სტაჟირებაზე “სამეფო კლუბში” იმყოფება. სტაჟირება ერთკვირიან პერიოდს მოიცავს, რომლის განმავლობაში არველაძე ესპანური გრანდის ვარჯიშებს დაესწრება და გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებთან კონსულტაციებს გაივლის.

“გუნდის სავარჯიშო პროცესს ვესწრები, წვრთნის დასრულების შემდეგ ბუნებრივია მიჩნდება კითხვები, რას ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ. მსურს ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო. დიდი მადლობა მსურს ვუთხრა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც მონდომებით მოეკიდა ჩემს ინიციატივას და სტაჟირების გავლაში დამეხმარა”, - აღნიშნა შოთა არველაძემ “მოამბე-სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მადრიდული კლუბის გარდა შოთა არველაძემ შესაძლოა სტაჟირება ასევე გაიაროს დორტმუნდის “ბორუსიასა” და “პორტუში”.

შეგახსენებთ, ქართველმა მწვრთნელმა თურქული კლუბი “ქასიმფაშა” მიმდინარე წლის მარტში დატოვა, რაც კლუბის არასტაბილურმა ასპარეზობამ განაპირობა.

0.114992