ფეხბურთი

21:39 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “სამეფო კლუბი” “მილანის” 16 წლის ვუნდერკინდით დაინტერესდა

როგორც იტალიური პრესა იუწყება ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის “რეალი” “მილანის” 16 წლის ვუნდერკინდის ჰაკიმ მასტურის შეძენით დაინტერესდა. ამ თემაზე ფეხბურთელის აგენტმა დარიო პაოლილომ ისაუბრა.

“გასულ ზამთარში მადრიდის “რეალს” სურდა ფეხბურთელის შეძენა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა. ამ ეტაპზე მასტური მხოლოდ “მილანზე” ფიქრობს და სხვა კლუბში თამაშს არ აპირებს, თუმცა მომავალში შესაძლოა აზრი შეიცვალოს”, - აღნიშნა პაოლილომ.

გავრცელებული ინფორმაციით ჰაკიმ მასტურის შეძენა ასევე “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა.

მუსტარი იტალიის 16-წლამდელთა ნაკრების წევრია. 16 წლის ფეხბურთელი წარმოშობოთ მაროკოელია, თუმცა იტალიაშია დაბადებული და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

0.112955