ლონდონის “ჩელსის” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სავარაუდოდ ოსკარი დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი ავრცელებს.
ჟოზე მოურინიო ბრაზილიელ ფეხბურთელს ძველებურად აღარ ენდობა და ნახსენები წყაროს ცნობით, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში შეელევა კიდეც, ხოლო შემოსული თანხით “ვესტ ჰემის” შემტევის ენერ ვალენსიას გადმობირებას ეცდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსკარით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ოსკარმა მიმდინარე სეზონში 39 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.