ფეხბურთი

20:11 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გისდოლმა “ჰოფენჰაიმთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

“ჰოფენჰაიმის” მთავარმა მწვრთნელმა მარკუს გისდოლმა კლუბთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ თემაზე 45 წლის მწვრთნელმა კლუბის ოფიციალური საიტისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა.

“გადაწყვეტილება ადვილად მივიღე. გასული 2 წლის განმავლობაში ფეხბურთელებთან ნაყოფიერად ვიმუშავე და ამ დროის განმავლობაში მათში დიდი პოტენციალი დავინახე”, - აღნიშნა გისდოლმა.

28 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში “ჰოფენჰაიმი” 37 ქულით მე-7 ადგილზეა.

გისდოლის გუნდი შემდეგი ტურის მატჩს 18 აპრილს საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართავს.

0.113851