ფეხბურთი

19:48 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი ინძაგის მშვიდი ძილისკენ მოუწოდებს

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ იტალიურ მედიასთან მოახლოვებული მილანური დერბის წინ მცირე კომენტარი გააკეთა. გალიანი არამარტო “მადონინას”, არამედ ფილიპო ინძაგის თემასაც შეეხო.

“დერბი გულშემატკივრების გულებში რჩება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი “მადონინა” მახსოვს, როგორიც იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ან თუნდაც 2011 წლის იტალიის სუპერთასი. ლამაზი ან ნაკლებად ლამაზი, გადამწყვეტი ან არაგადამწყვეტი - ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, ეს თამაში ყოველთვის საინტერესოა.

რაც შეეხება ინძაგის, მას ჩვენ, კლუბის ხელმძღვანელობა ვენდობით და შეუძლია მშვიდად და წყნარად დაიძინოს”, - თქვა გალიანიმ.

“მილანისა” და “ინტერის” შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.

0.124787