მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილი თავდამსხმელის ვალერი რეინგოლდის აზრით, რომელიც ამჟამად “სოვეტსკი სპორტის” ექსპერტია, “სახალხო გუნდში” რადიკალური ცვლილებებია განსახორციელებელი, ხოლო ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან გუნდში ანანიძე და დავიდოვია დასატოვებელი.
“სპარტაკში” ერთბაშად ნახევარი გუნდია შესაცვლელი. იმ მოთამაშეების სია შევადგინე, შესაძლო ცვლილებების შემდეგ ვისი დატოვებაცაა შესაძლებელი. ახალგაზრდებიდან გლუშაკოვი, დიმიტრი კომბაროვი, მაკეევი და პარშივლიუკი უნდა შევინარჩუნოთ. ახალგაზრდებიდან ანანიძისა და დავიდოვის დატოვებაა შესაძლებელი”, - თქვა რეინგოლდმა ინტერნეტპორტალ eurofootball.ru-სთან საუბარში