ფეხბურთი

17:15 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტევესმა ზაფხულში “იუვედან” წასვლა ითხოვა

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელ ლიდერ კარლოს ტევესს ზაფხულში მშობლიურ “ბოკა ხუნიროსში” დაბრუნდება სურს და ამის შესახებ ფეხბურთელმა “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელებს უკვე აცნობა კიდეც. აქამდე იწერებოდა, რომ ტევესი ტურინში მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2016 წლის ზაფხულამდე დარჩებოდა, თუმცა როგორც ჩანს “ელ აპაჩემ” აზრი შეიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა “კორიერე დელა სერა” ავრცელებს.

“ბოკას” ამჟამად ფინანსური კრიზის უდგას, მაგრამ ტევესის დაბრუნებას “ლა ბომბონერაზე” სიხარულით ელიან.

თავის მხრივ, ტურინში ტევესის შემცვლელად პირველ რიგში, მისივე თანამემამულე, “პალერმოს” ფორვარდი პაულო დიბალა ესახებათ.

0.114695