ფეხბურთი

16:39 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილმა ბავშვები დაასაჩუქრა

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას აუტსაიდერ ბიდგოშის “ზავიშას” სამმა ფეხბურთელმა, რომელთა შორის გიორგი ალავერდაშვილიც იყო, ბავშვთა სახლს გულშემატკივრების მიერ შეგროვებული ტკბილეული გადასცა. ქართველი ფორვარდის გარდა, ამ საქველმოქმედო აქციაში იაკუბ სვერჩოკი და ივან მაევსკი მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ “ზავიშა” ბავშთა სახლს მეორედ დაეხმარა.

“ზავიშას” გულშემატკივრების ხელშეწყობით 100 ფუნტზე მეტი კანფეტები მოვაგროვეთ და კაროლევოს ბავშვთა სახლს გადავეცით”, - იუწყება ბიდგოშური საფეხბურთო კლუბი.

0.11099