კრეტას ოფი-ს ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “კერკირას” მთავარი სატრანსფერო მიზანია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport-fm.gr-ი იუწყება.
“კერკირას” ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის გეგმებს აწყობს, რომელშიც მერებაშვილიც შედის. ქართველმა ფეხბურთელმა ოფი მძიმე ფინანსური კრიზისის გამო დატოვა და ახალ კლუბში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.
sport-fm.gr-ის ინფორმაციით, მერებაშვილს ბევრი ის თვისება აქვს, რომელიც “კერკირას” მთავარ მწვრთნელ მიხალის გრუგორიუსთვის მისაღებია.