ფეხბურთი

14:30 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ევერტონი” ვესტერგაარდით დაინტერესდა

როგორც bild იტყობინება, “ევერტონი” ბრემენის “ვერდერის” ცენტრალური მცველით იანიკ ვესტერგაარდის თამაშით დაინტერესდა. ამ თემაზე ბრემენის კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ტომას ეიხენმა ბილდ-თან საუბარში მცირე კომენტარი გააკეთა.

“იანიკი ინგლისური კლუბისთვის საინტერესო ფეხბურთელია. მათ სურთ ვესტერგაარდის შეძენა, თუმცა ფეხბურთელის გაყიდვას არ ვაპირებთ”, - აღნიშნა ტომას ეიხენმა.

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 22 წლის დანიელმა მოთამაშემ “ჰოფენჰაიმიდან” ბრემენულ კლუბში გააგრძელა კარიერა. ამ დრომდე “ვერდერის” მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.12037