ფეხბურთი

13:50 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” კონდოგბიას მიადგა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, მილანის “ინტერი” ზაფხულში ფრანგული “მონაკოს” 22 წლის ნახევარმცველის, ჟეფრი კონდოგბიას შეძენას ეცდება. ამავე გამოცემის ცნობით, “ნერაძური” მზადაა ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ მონეგასკებს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. მილანურ გუნდში კონდოგბიას იაია ტურეს ალტერნატივად განიხილავენ, რადგან ბოლო დროს კოტ დივუარელის ტრანსფერი ჩიხში შევიდა.

კონდოგბია 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, მანამდე კი ერთი სეზონი ესპანურ “სევილიაშიც” თამაშობდა.

0.120676