ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 82-ე მატჩი “ბოსტონ სელტიქსთან” გამართა და თამაში, რომელსაც მასპინძლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, 100:105 დათმო.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.
მილუოკელთა მხრიდან საუკეთესო თურქი ფორვარდი ერსან ილიასოვა იყო, რომელმაც 21 ქულას 5 მოხსნა და 4 პასი წაამატა, ბოსტონელებს კი 22 ქულით იტალიელმა ლუიჯი დატომემ ულიდერა.
”ბაქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგება და 41 მარცხი მოაგროვა და თამაში მე-6 ადგილზე დაასრულა. შედგად, პლეი ოფის პირველ რაუნდში მე-3 პოზიციაზე გასულ “ჩიკაგო ბულზს” (50-32) ეთამაშება.
სერია ოთხ მოგებამდე გაგრძელდება, პირველი თამაში კი 18 აპრილს ჩიკაგოში შედგება. ისიც ვთქვათ, რომ მოედნის უპირატესობა “ხარების” მხარესაა, რომელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დერიკ როუზმა "ატლანტასთან" მოგებული მატჩი (91:85) მარცხენა მუხლის ტრავმის გამო ვერ დაასრულა.
დღეს დილით ნბა-ში რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩები შედგა და პლეი-ოფის სხვა წყვილებიც დაკომპლექტდა. აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილისთვის ბრძოლა “ბრუკლინ ნეთსმა” მოიგო, რომელმაც “ინდიანა პეისერზი” 101:88 დაამარცხა და უშუალო კონკურენტ “პეისერზს” გაუსწრო. ინდიანელებმა მემფისში გამართული პრინციპული მატჩი 83:95 წააგეს.
დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის გარეშე დარჩა “სანდერი”, რაც 2008-09 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. ოკლაჰომელებმა რასელ უესტბრუკის (37 ქულა, მან სეზონი საუკეთესო სნაიპერის როლში დაასრულა, საშუალოდ 28.1 ქულით, მეორეზე კი ჯეიმს ჰარდენი გავიდა 27.4 ქულით) წინამძღოლობით სტუმრად “მინესოტა” კი გაანადგურეს (138:113), თუმცა, “ნიუ ორლეანმა” ენტონის დევისის 31 ქულის წყალობით მოქმედ ჩემპიონ “სან ანტონიოს” 108:103 სძლია და ნანატრი მე-8 პოზიცია შეინარჩუნა.
ტორონტო – შარლოტი 92:87 (25:20, 30:24, 23:23, 14:20)
დალასი – პორტლენდი 114:98 (29:19, 27:32, 35:21, 23:26)
ჰიუსტონი – იუტა 117:91 (31:20, 34:15, 28:25, 24:31)
მილუოკი – ბოსტონი 100:105 (25:22, 20:27, 27:24, 28:32)
მინესოტა – ოკლაჰომა სიტი 113:138 (29:47, 25:29, 31:30, 28:32)
ნიუ ორლეანი – სან ანტონიო 108:103 (34:19, 29:28, 19:24, 26:32)
ბრუკლინი – ორლანდო 101:88 (23:28, 25:24, 27:23, 26:13)
კლივლენდი – ვაშინგტონი 113:108 (20:28, 33:28, 21:23, 27:22)
ნიუ იორკი – დეტროიტი 90:112 (25:34, 21:21, 24:29, 20:28)
ფილადელფია – მაიამი 101:105 (23:29, 23:35, 25:11, 30:30)
ჩიკაგო – ატლანტა 91:85 (17:22, 25:27, 28:23, 21:13)
მემფისი – ინდიანა 95:83 (22:24, 32:17, 19:20, 22:22)
გოლდენ სტეიტი – დენვერი 133:126 (35:23, 36:44, 29:33, 33:26)
ლეიკერსი – საკრამენტო 99:122 (23:33, 30:34, 24:29, 22:26)
საბოლოოდ, ნბა-ს პლეი-პოფის პირველ რაუნდში ასეთ წყვილებს ვიხილავთ:
აღმოსავლეთ კონფერენცია
ატლანტა (1) – ბრუკლინი (8)
სერია სტარტს აიღებს 19 აპრილს
კლივლენდი (2) – ბოსტონი (7)
სერია სტარტს აიღებს 19 აპრილს
ჩიკაგო (3) – მილუოკი (6)
სერია სტარტს აიღებს 18 აპრილს
ტორონტო (4) – ვაშინგტონი (5)
სერია სტარტს აიღებს 18 აპრილს
დასავლეთ კონფერენცია
გოლდენ სტეიტი (1) – ნიუ ორლეანი (8)
სერია სტარტს აიღებს 18 აპრილს
ჰიუსტონი (2) – დალასი (7)
სერია სტარტს აიღებს 18 აპრილს
კლიპერსი (3) – სან ანტონიო (6)
სერია სტარტს აიღებს 19 აპრილს
პორტლენდი (4) – მემფისი (5)
სერია სტარტს აიღებს 19 აპრილს