როგორც Sky Sports იუწყება, ლონდონის “ჩელსი” უახლოეს 24 საათში “ატლეტიკო პარანენსეს” 19 წლის ფეხბურთელ ნათან ალან დე სოუზას გაიფორმებს. ინგლისურ კლუბში სამხრეთამერიკელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 4,5 მილიონ გირვანქას შეადგენს.
ნათანს ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე თვის ბოლოს უსრულდებოდა. ბრაზილიელის შეძენის სურვილი ასევე ჰქონდათ “მანჩესტერ სიტის,” “არსენალსა” და “ლივერპულს”.
ნათან ალან დე სოუზას უთამაშია ნახევარმცველისა და მეორე ფორვარდის პოზიციებზე. ასპარეზობდა ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებში, ამჟამად კი ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.