თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ პირველი რაუნდი დამაჯერებლად დასძლია.
ქართველმა ჩოგბურთელმა “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელი იასმინ გულმანი 6:0, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ანა გაბრიჩს (გერმანია) ეთამაშება.
იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში ასევე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ირჯება სოფო ქვაცაბაია. მან და ჰოლანდიელმა ქუირინ ლემოინემ პირველი რეიტინგის მქონე რუმინული წყვილი (ბარა-სიმიონი) 6:3, 4:6, 13:11 დაამარცხეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც იტალიელებს – მარკეტის და რემონდინას დაუპირისპირდებიან.
ერთულთა შეჯიბრში მე-4 რეიტინგის მქონე ქვაცაბაია მერვედფინალშია გასული, სადაც ძალებს ფრანგ ჟოზეფინ ბუალემთან მოსინჯავს.