ფრანგული “პარის სენ-ჟერმენი” ჰოლანდიური პსვ-ს ნახევარმცველით ჟორჟინიო ვეინალდუმით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა De Telegraaf–ი ავრცელებს.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფრანგულ კლუბს იოჰან კაბაიე დატოვებს, რომელსაც შესაძლოა ტიაგო მოტაც მიჰყვეს. შესაბამისად, პარიზელები მათ შესაძლო შემცვლელზე აქედანვე ფიქრობენ.
24 წლის ფეხბურთელს ჰოლანდიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 16 თებერვლის მონაცემებით 10.56 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.