ფეხბურთი

23:25 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” სილვას დაბრუნება სურს

ესპანურ “ვალენსიას” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის დავიდ სილვას დაბრუნება სურს – იუწყება რამდენიმე ცნობილი ბრიტანული გამოცემა.

მიმდინარე სეზონს “მანჩესტერ სიტი” ძალიან არადამაჯერებლად ატარებს და გამორიცხული არაა, რომ სულაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს (“ლივერპულს” 4 ქულით უსწრებს). “ქალაქელთა” ხელმძღვანელობა კი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს და მომდევნო სეზონში მანჩესტერული კლუბი რადიკალურად განსხვავებული შემადგენობით იასპარეზებს. დავიდ სილვა კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოისურვოს, რომელიც დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეგახსენებთ, რომ სილვა “ვალენსიას” აღზრდილია და ძირითად გუნდში 2006-2010 წლებში ირიცხებოდა. დავიდმა ამ დროის განმალობაში 161 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მას “სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 33.44 მილიონი ფუნტი ღირს.

0.174883