ფეხბურთი

18:43 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “არსენალი” და “ტოტენჰემი” კლევერლით დაინტერესდნენ

როგორც Sky Sports-ი იუწყება, ლონდონური კლუბები “არსენალი” და “ტოტენჰემი” 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელის ტომ კლევერლის თამაშით დაინტერესდნენ. ფეხბურთელი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაა, მიმდინარე სეზონს იჯარის წესით “ასტონ ვილაში” ატარებს, სეზონის დასრულების შემდეგ კი თავისუფალი აგენტი ხდება. ინგლისური კლუბებიდან კლევერლის დამატებით ასევე არიან დაინტერესებულები “ევერონი” და “ვესტ ჰემი.”

შკყ შპორტს ცნობით, კლევერლის საინტერესო წინადადებით მიმართეს ესპანურმა და იტალიურმა კლუბებმა, თუმცა მათი სახელები არ ხმაურდება. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კლევერლით გაძლიერება გელზერკინხენის “შალკეს” გეგმებშიც შედის.

ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2009 წლიდან კი კლუბთან პროფესიული კონტრაქტი აკავშირებს. “ასტონ ვილას” გარდა იჯარის წესით “ლესტერის,” “უოტფორდისა” და “უიგანის” რიგებში უთამაშია.

ტომ კლევერლი 2012-2013 წლების სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობისას ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.

0.114304