“მანჩესტერ სიტი” მზადაა “ლივერპულის” 20 წლის შემტევში, რაჰიმ სტერლინგში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქვეყნის ჩემპიონებისთვის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სტერლინგის შეძენა პრიორიტეტს წარმოადგენს. ფეხბურთელის გადაბირებით ასევე დაინტერესებულნი არიან “ჩელსი”, “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
მიმდინარე სეზონში რაჰიმმა პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. სტერლინგი 2012-წლიდან ინგლისის ნაკრების წევრია.