ფეხბურთი

15:35 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “პორტუ” პატივისცემას იმსახურებს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “პორტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ პორტუგალიური გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

“პორტუგალიურ გრანდს გახსნილი თამაში მოსწონს. მათ სურთ უკანდახეულებმა ითამაშონ, ბურთი ჩაიგდონ და შემდეგ კონტრშეტევაზე შემტევებმა ქუარეჟმამ და ბრაჰიმიმ პროდუქტიულად გამოიყენონ. მათ ძალიან კარგი ნახევარდაცვა ჰყავთ ქინტეროს, ერერას და კასემიროს სახით. აქ ყოფნით მე და ლოპეტეგი მოხარულნი ვართ. ახალგაზრდობისას ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს მწვრთნელის რანგში დავუპირისპირდებოდით. “პორტუ” დიდებული გუნდია და პატივისცემას იმსახურებს.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

მომავალ შეხვედრას გვარდიოლა საკადრო პრობლემებით ხვდება. “ბაიერნს” ტრავმირებული ხავი მარტინესი, ბენატია, ალაბა რობენი, შვაინშტაიგერი და რიბერი ვერ დაეხმარებიან. “პორტუს” მხრიდან მატჩში მონაწილეობას ტელიო ვერ მიიღებს, ხოლო ჯექსონ მარტინესის ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

0.113486