ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც “იუვენტუსმა” “მონაკოს” მინიმალურად აჯობა, ჟურნალისტებთან კომენტარი “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა. მისი თქმით, იგი შედეგით კმაყოფილია და ადვილ გამარჯვების მატჩამდე არც არავინ ელოდა.
“კარგი შედეგია, ჩვენ განმეორებითი მატჩის წინ მცირე უპირატესობა მივიღეთ – თქვა ალეგრიმ “სქაი სპორტთან” საუბრისას, - საპასუხო მატჩი ადვილი არ იქნება, რადგან ახლა მეტოქე უფრო უკეთ გვიცნობს. “მონაკო” ძალიან კარგი გუნდია დაცვით ფუნქციებში, ხოლო წინ ტექნიკურად თამაშობს. არავინ ფიქრობდა, რომ მათთან ადვილი თამაში გველოდა. დიახ, განმეორებითი მატჩის წინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ჩვენ პატარა უპირატესობა გვაქვს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ “დორტმუნდთან” თამაში უფრო ადვილია, ვიდრე ასეთი სტილის გუნდთან. “იუვენტუსმა” ცუდად ითამაშა? – სულაც არ ვფიქრობ ასე. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და ჩემთვის ეს მშვენიერი თამაში იყო.
პირლოს თამაშით კმაყოფილი ვარ, მას საკმაოდ გაუცდა და მისი კონდიციები იდეალური არ იყო, მაგრამ 70 წუთი ჩვეულ სტილში, მაღალ დონეზე ჩაატარა, ისევე როგორც კარლოს ტევესმა”, - თქვა ალეგრიმ.