“პარი სერ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა კატალონიის “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ სეზონის პირველი შეხვედრა პარიზელთათვის დასამახსოვრებელი იყო და ფრანგებს იგივეს გამეორება სჭირდებათ.
“სეზონის პირველი შეხვედრა ჩვენთვის დასამახსოვრებელი იყო (პსჟ-მ შინ “ბარსელონა” 3:2 დაამარცხა). ჩვენ ვართ იმ მცირე გუნდებს შორის, რომელმაც “ბარსას” 3 გოლი გაუტანა. მოწინააღმდეგის დამარცხება გვჭირდება, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება დიდებული რამაა. გოლი არ უნდა გავუშვათ და აგრეთვე გვესმის გასვლით მატჩში გოლის გატანის ფასი.
არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” ფილოსოფია ძალიან განვითარდა. ისინი კვლავ ძლიერნი არიან, ბურთს ფლობენ და მეტოქე დაცვაში ჰყავთ გამოკეტილი. მიუხედავად ამ ფაქტისა, ჩვენც მოგვწონს ბურთის ტარება, შესაძლოა აღნიშნულ შეხვედრაში უფრო უკანდახეულებს მოგვიწიოს თამაში, მაგრამ კონტრშეტევაში მათ დავსჯით. კავანის და ლავეცის სწრაფი შეტევები გვჭირდება.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
აღნიშნულ შეხვედრაში პსჟ-ს დისკვალიფიკაციის გამო აურიერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარკო ვერატი არ ეყოლება, ხოლო ტრავმის გამო მატჩს ტიაგო მოტა და დავიდ ლუიზი გამოტოვებენ.