ფეხბურთი

11:57 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილმა ესტონეთში მოიგო, ნერგაძე ისევ არ ჩანს

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, სტუმრად “ტამეკა” 3:1 დაამარცხა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორა” 15 ქულით 10-გუნდიან მეისტრილიგაში მეორეა.

სამხრეთ აფრიკის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში, “ბიდვესტ ვითსმა” სახლში “ორლანდო პაირეთსს” 2:0 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე მასპინძლების 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. თუ ასე გაგრძელდა, დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ ის გუნდიდან წავა. “ბიდვესტ ვითსი” 44 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.

0.124398