პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავს. “წითელი ეშმაკების” რიგებიდან კრის სმოლინგი, ეშლი იანგი და ხუან მატა გამოარჩიეს.
სიმბოლურ ნაკრებში “საუთჰემპტონის” და “კრისტალ პალასის” 2-2 ფეხბურთელი მოხვდა. 32-ე ტურის პრემიერლიგის საუკეთესო კრებული შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა (“ჩელსი”)
მცველები: ტობი ალდერვეირელდი (“საუთჰემპტონი”), რობერტ ჰათი (“ლესტერი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), აარონ ქრისველი (“ვესტ ჰემი”).
ნახევარმცველები: ეშლი იანგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), აარონ რემსი (“არსენალი”), ხუან მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), იანიკ ბოლასი (“კრისტალ პალასი”).
თავდამსხმელები: გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), გლენ მარეი (“კრისტალ პალასი”)