ჭადრაკი

1:01 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას შეხვედრა მოზარდებთან

15 აპრილის 14.00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასახლეში შედგება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერის, ბაადურ ჯობავას შეხვედრა წარმატებულ მოზარდ მოჭადრაკეებთან.

ერთდრული თამაშის სეანსში დიდოსტატს თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეები: ნიკა კაჭარავა, ნიკა კევლიშვილი, შოთა ხოდაშნელი, ილია კავკასიძე, ანასტასია სიდამონიძე და კატო ფიფია დაუპირისპირდებიან.

თამაშების ჩვენება იწარმოებს პირდაპირ რეჟიმში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070513