კალათბურთი

23:58 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 13 ქულა 15 წუთში

მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის მეოთხედფინალური სერია “პანათინაიკოსთან” დამაჯერებელი გამარჯვებით (93:66) დაიწყო, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვთბ-ლიგაში მანუმ 20 ქულა ჩააგდო, ამდენად კი, 15:31 წუთში 13 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველი მცველი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთაგან მარკოიშვილზე შედეგიანი მხოლოდ სერბი მილოშ ტეოდოსიჩი იყო 18 ქულით, სტუმართაგან კი 16 ქულით ნიკოს პაპასი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური დაპირისპირება სამ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი ისევ მოსკოვში, 16 აპრილს შედგება.

0.112771