ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფება, მოულოდნელი მარცხი განიცადა.
თურქეთის ქალაქ მერსინში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველ რაუნდში მე-7 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ფრანგ კონსტანტ ლესტიენესთან 3:6, 3:6 წააგო, არადა, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 134-ე ადგილზეა, ფრანგი კი – 349-ეზე.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი მონაწილეობას არ იღებს.