როგორც Daily Star-ი იუწყება, ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული” 21 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ხუან იტურბეს თამაშით დაინტერესდნენ. “რომას” ფეხბურთელის აგენტ გუსტავო მასკარდის განცხადებით, მსურველ კლუბს ფეხბურთელის შეძენისთვის 22 მილიონი სტერლინგის გადახდა მოუწევს.
“ლივერპული” და “არსენალი” გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განიხილავდნენ იტურბეს შეძენას, თუმცა ფეხბურთელმა სერი ა-ში დარჩენა გადაწყვიტა.
“ვფიქრობ იტურბე შემდეგ სეზონს კვლავ “რომაში” გაატარებს. მისი შეძენა ინგლისურ კლუბებს სურთ, რომლებსაც მოუწევთ დიდი თანხის გადახდა მოთამაშის შესაძენად” – აღნიშნა მასკარდიმ.
მიმდინარე სეზონში სერია ა-ში იტურბემ 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი “იუვენტუსთან” შეხვედრაში გაიტანა.