ფეხბურთი

21:32 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ავსაჯანიშვილის შეგირდებმა ბაქოში მეორე ადგილი დაიკავეს

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა (1999 წელს დაბადებულნი), რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის, ბაქოში 10-14 აპრილს გამართულ ტურნირ “Development Cup” –ზე მეორე ადგილი დაიკავა.

ავსაჯანიშვილის გაწვრთნილებმა პირველ მატჩში ბერძენ თანატოლებს 2:0 სძლიეს. მეორე თამაში აზერბაიჯანელებთან 1:2 წააგეს, ხოლო დასკვნით შეხვედრაში ყაზახებს 2:0 აჯობეს.

ამ ფორმაციის ნაკრები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის-2016 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს და ელიტ რაუნდის საგზურისთვის იბრძოლებს. ქართველები ჯგუფში რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ჯგუფის მასპინძელი უნგრეთია.

0.119569