ფეხბურთი

20:10 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასაო...

რომის “ლაციოს” გერმანელი თავდამსხმელის მიროსლავ კლოზეს შვილი ნოა, “ლაციალეს” ახალგაზრდულ გუნდის წევრია. პატარა კლოზე, როგორც ჩანს მამის ნაკვალევს კარგად მიჰყვება. 2005 წელს დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა შორის, რომაულ დერბიში ნოა კლოზემ დუბლის შესრულება შეძლო და გატანილი გოლი ლეგენდარული მამის მსგავსად აღნიშნა. თავად შეხვედრა კი “არწივებმა” 8:5 მოიგეს.

0.154235