ფარერის კუნძულების ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველი ფეხბურთელების გოლებით “სუდურუმ” “აბ არგირთან” საშინაო მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა (3:1). ანგარიში მე-4 წუთზე ვალერი იობაშვილმა გახსნა, მე-13 წუთზე მამუკა ტორონჯაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა, რასაც სტუმართა საპასუხო გოლი მოჰყვა. თამაშის მიწურულს ორბურთიანი უპირატესობდა აღდგა, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მამუკა ტორონჯაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“სუდურუ” სატურნირო ცხრილში 3 ქულით ბოლო, მეათე ადგილზე იმყოფება. ასევე 3 ქულა აქვს მე-9 ადგილზე მყოფ “სტრეიმურს,” ხოლო მე-8 ადგილს 5 ქულით “აბ არგირი” იკავებს.
გერმანიის ა ჟუნიორ ნეიდერჰეინლიგის 21-ე ტურში ვატო მურჯიკნელის “ბვ დიუსელდორფი” საკუთარ მოედანზე “ობერჰაუზენს” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.
21 ტურის შემდეგ 14 გუნდიან ჩემპიონატში, რომელშიც მხოლოდ 19-წლამდე ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას, ქართველი მცველის გუნდი 26 ქულით მე-8 ადგილზეა. 17 წლის ვატო მურჯიკნელმა, რომელსაც საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში უთამაშია, მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “შვარც ვეი ესენთან” მატჩში კი საჯარიმო დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება.