ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა მოჭიდავემ, გია მაღრაძემ სამბოს სტილით ბრძოლაში, ესპანეთის თასზე 11 აპრილს ოქროს მედალი მოიპოვა.
მაღრაძეს 15 წელია, რაც ჭიდაობაში აღარ უვარჯიშია. 1996 წელს მან ბოლო, მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველ მოჭიდავეს ჯერჯერობით ესპანური პასპორტი არ აქვს, თუმცა წელს მაინც დაუშვეს გამონაკლისი და ესპანეთის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
გია მაღრაძე Club De Lucha Olímpica-ს წევრია. მისმა გუნდმა ტურნირში საერთო ჯამში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.
ფინალში მაღრაძემ, ხუან ესპინო, კანარის კუნძულებიდან, დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ესპინო 5 წელი დაუმარცხებელი იყო.
ამჟამად, ქართველი მოჭიდავე ესპანეთის პასპორტს ელოდება, რათა უფრო დიდი მასშტაბის(ევროპა, მსოფლიო) ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა.