ფეხბურთი

18:25 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანტონა ფორმაშია – მისთვის პასტორე საუკეთესოა

ფრანგი ერიკ კანტონა მოედანზეც და მოედნის მიღმაც სკანდალური ადამიანი იყო. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარკვლავმა და ამჟამად “ნიუ-იორკ კოსმოსის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არც ლიონელ მესია და არც კრიშტიანუ რონალდუ.

“ჩემთვის – ამბობს კანტონა, - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხავიერ პატორეა. ვუყურე პსჟ-ს ორ თამაშს, მხოლოდ იმიტომ, რომ მენახა მისი თამაში. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და მე მიყვარს ასეთი ტიპის სპორტსმენები”.

ერიკ კანტონას კარიერის საუკეთესო წლები “ოლდ ტრაფორდზე” გაუტარებია. იგი არაერთხელ გახვეულა დიდ სკანდალებშიც. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი ერთ-ერთი თამაშის მიმდინარეობისას გულშემატკივრის ცემა გახლდათ.

0.122733