ბენინის 17-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მამადუ სეკო კადერი ხარაგაულის “ჩხერიმელას” ფეხბურთელია. დღეს აფრიკელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და იმერულ კლუბთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა. სავარაუდოდ, სეკო კადერის დებიუტი პირველი ლიგის 31-ე ტურში “ტექნიკური უნივერსიტეტის” გუნდთან გასვლით მატჩში შედგება.
მამადუ სეკო კადერი 1995 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. ამპლუით ფორვარდი, ბენინის პრემიერლიგის კლუბ “პოლაისის” აღზრდილია და “ჩხერიმელა” მისი პირველი უცხოური კლუბია. ბენინელი იმერულ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, გუნდის პირველ ლიგაში დარჩენის შემთხვევაში კი შემდეგ სეზონშიც “ჩხერიმელას” წევრი იქნება.
შეგახსენებთ, პირველი ლიგის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილში “ჩხერიმელა” 27 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფებდა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.