ფეხბურთი

17:20 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” ვალდიფიორით დაინტერესდა

იტალიური “ემპოლი” სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენაა. ტოსკანელთა წარმატებული თამაში კი დიდწილად, გუნდის საყრდენი ნახევარმცველის მირკო ვალდიფიორის სახელთანაა დაკავშირებული.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ვალდიფიორი მომავალი სეზონიდან ფლორენციის “ფიორენტინაში” ვიხილოთ. “იები” მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გაიღონ და “ემპოლიში” ამჟამად იჯარით მყოფი ურუგვაელი ნახევარმცველის მატიას ვესინოს სატრანსფერო უფლებები დათმონ.

28 წლის ფეხბურთელი იტალიის ელიტაში სადებიუტო სეზონს ატარებს, თუმცა უკვე იმდენი შეძლო, რომ ანტონიო კონტემ იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც უხმო და “სკუადრა აძურას” რიგებში დებიუტიც ჰქონდა. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 28 შეხვედრა ჩაატარა.

0.117385