ფეხბურთი

15:05 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: “1/4 ფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს”

ლეგანდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მილანის “ინტერის” ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ იტალიურ გამოცემა “ტუტოსპორტთან” საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. სამხრეთამერიკელის თქმით, ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება ხელეწიფება, ხოლო “ინტერნაციონალეს” ძველ სიმაღლეებზე დასაბრუნებლად დრო სჭირდება.

“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ “მონაკო” სახიფათო მეტოქეა. ლიგის ამ ეტაპზე გასული ყველა გუნდი ძლიერია და თასისთვის ბრძოლა ნებისმიერს შეუძლია.

“ლაციომ” მეორე ადგილი სავსებით დაიმსახურა. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ, მაგრამ წინ კიდევ 8 ტურია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ერიკ ტოჰირმა “ინტერში” ახალი გუნდის შენება დაიწყო, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მისი პირველი წელია. წარმატების მისაღწევად კი დროა საჭირო, თანაც ამის გაკეთება იტალიაში ადვილი არაა”, - დასძინა ძანეტიმ.

ხავიერ ძანეტი “ნერაძურის” ღირსებას 1995-2014 წლებში იცავდა. იგი იტალიური გუნდების ბოლო კაპიტანია, ვინაც ჩემპიონთა თასი ასწია (2010 წელს).

0.115989