ფეხბურთი

12:27 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “ატლეტიკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ აცხადებს, რომ “სამეფო გუნდის” მთავარი მიზანი მე-11 ტიტულის მოგებაა.

“აღნიშნული მატჩი მიმდინარე სეზონის მორიგი ქვეთავია. “ატლეტიკოსთან” ყოველი მარცხი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. არ გვჭირდება ორივე შეხვედრა მოვიგოთ, ამის საშუალებას ორმატჩიანი დაპირისპირება გვაძლევს. იღბლიანი ვარ, რადგან ჩემი გუნდი მნიშვნელოვან მატჩს მწყობრში ხვდება. კარგი თამაშისთვის საჭიროა ჩვენი იარაღები გამოვიყენოთ: ინდივიდუალური შესაძლებლობები და სწრაფი, შემტევი თამაში. “ატლეტიკოსთან” თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობთ, მხოლოდ ნახევარფინალში ასპარეზობა გვსურს. ჩვენი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მეთერთმეტედ მოგებაა.

სიმეონე დიდებული მწვრთნელია და იგი ამას ამტკიცებს. მასთან დაპირისპირება დიდი პატივია და აგრეთვე პრობლემაც. “ატლეტიკო” რთული მოწინააღმდეგეა და ფანტასტიკური დაცვა ჰყავს. მეტოქეს პატივს ვცემთ, რადგან ვიცით, რომ “როხიბლანკო” პირველივე წუთითად იბრძოლებს. აგრეთვე მინდა ჩემმა გუნდმა თავიდან ბოლომდე თავდაუზოგავად ითამაშოს.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მიმდინარე სეზონში “რეალმა” ატლეტიკოს” ვერაფერი მოუხერხა და თანაქალაქელთან გამართული 6 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგო. “სამეფო გუნდმა” პრიმერადივიზიონში “ბარსელონასთან” დამარცხების (1:2) შემდეგ 3 მატჩი ზედიზედ მოიგო, გაიტანა 14 გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო. “ატლეტიკომ” კი ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგო, ხოლო ერთიც ფრედ დაასრულა.

0.116555