ფეხბურთი

12:00 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “რეალის” ფეხბურთელების შესაძლებლობებს პატივს ვცემთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თანაქალაქელ “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ “ბლანკოსს” რამდენიმე სათამაშო პოზიციაზე უფრო მეტი ინდივიდუალური სტილის მოთამაშე ჰყავს, ვიდრე “როხიბლანკოსს”.

“ორივე გუნდი ერთმანეთისგან ფეხბურთელების სათამაშო კლასით განსხვავდება. “რეალს” უფრო მეტი ინდივიდუალური სტილის ტალანტი ჰყავს, ვიდრე ჩვენ. მოწინააღმდეგე ჩვენი ნებით არ აგვირჩევია. ანჩელოტით აღფრთოვანებული ვარ, რადგან მისი გუნდი წააგებს თუ მოიგებს, იტალიელი სპეციალისტი ყოველთვის საუკეთესო ასპარეზობას მოითხოვს და თვითონაც საუკეთესოა. რვა გუნდს შორის ყოფნა ჩვენი გულშემატკივართათვის საამაყოა და ვთხოვ მათ მოვიდნენ მოედანზე და გვიქომაგონ.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

დიეგო სიმეონე პრესკონფერენციის დროს თავმდაბალი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მისმა გუნდმა “რეალთან” 6 დაპირისპირება გამართა და არცერთი წააგო.

ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის ფინალი “ატლეტიკომ” დამატებითი დროის ჩათვლით “რეალთან” 1:4 დათმო. მას შემდეგ 6 დაპირისპირებიდან 4 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა.

მადრიდული დერბი “ვისენტე კალდერონზე” დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.117229