კალათბურთი

11:39 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ფილადელფიური 9 ქულა და კონფერენციაში მეექვსე ადგილი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “ფილადელფია” 107:97 დაამარცხა. ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 19 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. მან 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

“მილუოკელთა” რიგებში 30 ქულით მაიკლ კარტერ-უილიამსი გამოირჩა.

“მილუოკმა” აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებით და 40 წაგებით მეექვსე ადგილი გაინაღდა. პლეი-ოფში ვისკონსინელთა მეტოქე “ჩიკაგო ბულზი” ან “ტორონტო რეპტორსი” იქნება.

0.122495