ფეხბურთი

17:46 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ პარიზისთვის 22 ფეხბურთელს უხმო

კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იმ ფეხბურთელთა ვინაობა გამოაცხადა, რომლებიც კლუბთან ერთად პარიზში გაემგზავრებიან, სადაც “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს.

კატალონიურ გრანდს დისკვალიფიკაციის გამო დანიელ ალვეში დააკლდება, ხოლო ტომას ვერმაელენისთვის ექიმებს ჯერაც არ მიუციათ თამაშის უფლება და ის ბარსელონაში დარჩება.

“ბარსელონას” 22 კაციანი სია ასეთია:

მეკარეები:
ტერ-შტეგენი, ბრავო, მასიპი;
მცველები: პიკე, მატიე, ბარტრა, მონტოია, ალბა, ადრიანო, მასკერანო, დუგლასი;
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია;
თავდამსხმელები: ნეიმარი, სუარესი, მესი, პედრო, ელ ჰადადი.

შეგახსენებთ, რომ “პარის სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი შეხვედრა ოთხშაბათს საქართველოს დროით 22:45 დაიწყება.

0.153018