ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელის ჩარლი ოსტინის შეძენა “ნიუკასლ იუნაიტედს” მოუნდა – იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun.
“კაჭკაჭები” მოხიბლული არიან 25 წლის ფორვარდის შედეგიანობით და კლუბის მფლობელი მაიკლ ეშლი მზადაა, რომ ჯიბე 10 მილიონი ფუნტით შეითხელოს.
ოსტინმა მიმდინარე პრემიერლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და უდიდესი ალბათობით ზაფხულში ქპრ-ს დატოვებს. “ნიუკასლის” გარდა, მისით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.