იტალიის ნაკრებისა ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა “ეკიპთან” საუბარში განაცხადა, რომ პირველ ნომრად დარჩენას 40 წლამდე აპირებს.
“ჩემი მიზანია, რომ ნომერი პირველი ვიყო 40 წლის ასაკშიც. შემდეგ კი ფეხბურთიდან წასვლისთვის შესაფერისი დროც იქნება. მინდა თუ არა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში? – თუ ვიტყვი, რომ არა, ტყუილის თქმა გამომივა.
პოლ პოგბა? – ასეთი ძლიერი ფეხბურთელი, როგორიცაა პოლ პოგბა თავის ასაკში, არმგონია, რომ ოდესმე მენახოს. ასეთი ხარისხის ფეხბურთელს მე ვერ ვხედავ.
სად ვითამაშებდი უცხოეთში? – სიამოვნებით ვითამაშებდი ინგლისის პრემიერლიგაში. სავსე სტადიონები და ემოციებით ცხოვრება. მათი ფეარ-პლეის კულტურა გამორჩეულია”, - ამბობს ბუფონი.
ჯანლუიჯი ბუფონს აქამდე 4 მუნდიალზე უთამაშია, ხოლო მეხუთეზე (1998 წელს) მოედანზე არ გასულა, მაგრამ იტალიის ნაკრების განაცხადში იმყოფებოდა.