ფეხბურთი

14:56 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ურუგვაელი ტალანტის გადაბირებასთან ახლოსაა

ევროპული მედია ურუგვაიულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მადრიდის “რეალი” ურუგვაის 17-წლამდელთა ნაკრების და “პენაროლის” ნახევარმცველს ფედერიკო ვალვერდეს გადაბირებასთან ახლოსაა.

სამხრეთამერიკელი ვუნდერკინდისადმი ინტერესს ევროპული გუნდები იჩენენ. 16 წლის ვალვერდემ ზამთარში ლონდონის “არსენალში” შემოწმება გაიარა, ვარჯიშებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა “მეთოფეებმა” ფეხბურთელის აყვანაზე უარი განაცხადეს. ნახევარმცველით ლონდონის “ჩელსი” და “ბარსელონაც” დაინტერესდნენ, თუმცა ვალვერდეს “რეალში” გადაბარგება ყველაზე რეალური ვარიანტია.

ფეხბურთელს ურუგვაულ გუნდში ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. 17-წლამდელთა ნაკრების რიგებში ფედერიკომ 8 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლიც გაიტანა.

0.112526