კალათბურთი

12:08 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია პლეი ოფში ითამაშებს

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “ბრუკლინ ნეთსი” 96:73 გაანადგურა. “ბაქსმა” ამ გამარჯვებით პლეი ოფში თამაში რეგულარული პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჯეისონ კიდის შეგირდებმა 30:18 მოიგეს.

ზაზა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი და 50 წამი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და ჩაჭრა შესძინა. მან 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ფაჩულიას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკიმ” მეტოქეს 13 ქულით მეტი ჩაუგდო.

მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა ერსან ილიასოვამ ჩააგდო. ნიუ იორკელთა რიგებში ბრუკ ლოპესი 12 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.

“მილუოკი” 40 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება და 2 ტურით ადრე პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

0.123758