თამაშგარე

10:22 | 13.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლარისას მგოსანი ეტრფის

თუ გვსურს ლოგიკური აზროვნება განვივითაროთ, პირველ რიგში ეჭვმიუტანელი ჭეშმარიტებების დაჯერება უნდა ვისწავლოთ. მაგალითად ეჭვი არასოდეს უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ჟირინოვსკი არანორმალურია და ასევე იმაშიც, რომ პარაგვაელი მოდელი და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმა, ლარისა რიკელმე ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე იუნა შაფათავა.

თუკი ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით, ალბათ იმასაც დავასკვნით, რომ ლარისასთანა ქალებს თაყვანისმცემლები არასოდეს მოაკლდებათ, მაგრამ სამწუხაროდ ოდენ ლოგიკა არ კმარა იმის გამოსაცნობად, თუ როგორი ტიპისა და კატეგორიის მამაკაცებს შეიძლება შეუყვარდეთ მკერდაზიდული რიკელმე.

როგორც გაირკვა, სხვა მრავალ თაყვანისმცემელთან ერთად, ლარისა რიკელმეზე არგენტინელი პოეტი, ვინმე ჰორაციო კიროგაც აბოდებს და იძახის, ლარისაზე ყოველდღე თითო ლექსსს ვწერო. ლექსი იცოცხლეთ, კარგი რამაა, მაგრამ უნდა ამ ჩვენს ლარისას ლექსები და ყელმოღერება? თუმცა ხანდახან ყელმოღერებაც საჭიროა...

0.150824