იტალიის სერია A-ს XXX ტურის შემდეგ მეორე ადგილს ახალი მეპატრონე ჰყავს რომის "ლაციოს" სახით, რომელმაც თანაქალაქელ და მოსისხლე მტერ "რომას" გადაასწრო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა მოიგო ამბიციურმა "ნაპოლიმ", ხოლო "მილანი" საკუთარ მოედანზე "სამპდორიასთან" მარცხს გადაურჩა.
8 თამაში – ზედიზედ ამ რაოდენობის შეხვედრის მოგება მოახერხა რომის “ლაციომ”. “არწივები” გადასარევ ფორმაში იმყოფებიან და სატურნირო ცხრილში თანაქალაქელ “რომას” გადაასწრეს. შესაბამისად, სტეფანო პიოლის გუნდი მეორე ადგილზე წამოსკუპდა. “ლაციალეს” მორიგი მსხვერპლი ლევან მჭედლიძის “ემპოლი” გამოდგა. თავად ქართველი ფეხბურთელი კი სამწუხაროდ მოედანზე არ გასულა. გოლების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით, რომ პირველი ორი გოლი ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს. მარჯვენა მცველ კავანდას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, პირველ შემთხვევაში სტეფანო მაურიმ, ხოლო მეორე ჯერზე მიროსლავ კლოზემ თავით გაიტანეს. მატჩის მშვენება გოლი ტაიმის მიწურულს ანტონიო კანდრევამ გაიტანა, რომელმაც 35 მეტრიდან იხეირა. 53-ე წუთზე კი თავის გამოჩენა რომაელთა ლიდერმა ფელიპე ანდერსონმაც მოახერხა. “ბიანკოჩელსტემ” “ჯალოროსის” ერთი ქულით გაასწრო. ახლა, მომდევნო ტურში ლიდერ “იუვენტუსს” ეთამაშება, რომელსაც 12 ქულით ჩამორჩება.
მორიგი ქულების დაკარგვა ძვირად დაუჯდა “რომას”. ახლა უკვე რუდი გარსიას გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე აღარაა. “ჯალოროსიმ” კერკეტ კაკალ “ტორინოს” ვერაფერი დააკლო. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები ალესანდრო ფლორენცის პენალტით დაწინაურდნენ. ტურინელებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს. ჯუზეპე ვივესმა საჯარიმო მოედანში იაქტიურა, ხოლო მაქსი ლოპესს ისღა დარჩენოდა დაუცველი კარისთვის ზუსტად დაემიზნებინა – 1:1. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
როგორც იქნა მოიგო “ნაპოლიმ”. თანაც, მოგებაა და მოგება. რაფაელ ბენიტესის გუნდმა უშუალო კონკურენტი “ფიორენტინა” გაანადგურა. “აძური” ბელგიელმა დრის მერტენსმა მოხდენილი გოლით 23-ე წუთზე დააწინაურა. ცოტა ხანში გონსალო იგუაინმა კიდევ უფრო ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა ბურთის მიერ კარის ხაზის გადაკვეთა ვერ დააფიქსირა და ანგარიში უცვლელი დარჩა. სამხრეთელებმა მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გაიხარეს. ჯერ, ხოსე კალეხონის კარგი გადაცემა ახლო მანძილიდან მარეკ ჰამშიკმა დააგვირგვინა, ხოლო 89-ე წუთზე თავად კალეხონმა გაიტანა, რომელსაც 6 იანვრის მერე ვერ გაეტანა. “ნაპოლიმ” სატურნირო ცხრილში ფლორენციელებს გადაასწრო. ვინჩენცო მონტელას გუნდმა კი უშუალო კონკურენტებთან ბოლო ერთ თვეში მეორედ წააგო დიდი ანგარიშით – პირველ შემთხვევაში - “ლაციოსთან” (0:4).
XXX ტურის დასკვნით მატჩში “მილანმა” გენუის “სამპდორიას” უმასპინძლა და ერთი ქულა მოიპოვა. ამ ქულასაც “როსონერი” დიდწილად სტუმართა ფეხბურთელ დანკანს უნდა უმადლოდეს, ვინაც საკუთარი კარი დალაშქრა. ეს ყველაფერი კი 74-ე წუთზე მოხდა, როცა ფილიპო ინძაგის გუნდი 0:1-ს აგებდა. კუთხურის შემდეგ, ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგი ვარდნაში ურტყამდა ემილიანო ვივიანოს კარში. კარისკენ მიმავალ ბურთს, რომელსაც “სამპას” მეკარე ადვილად უნდა დაუფლებოდა, მიმართულება ცვლილებაზე შესულმა დანკანმა შეუცვალა და თავის გუნდს ორი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა. მანამდე კი სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი 58-ე წუთზე რობერტო სორიანომ დააწინაურა, რომელმაც დიეგო ლოპესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა. ამ ეპიზოდში ცალკე გამოსარჩევია სამუელ ეტო’ოს დიდოსტატური გადაცემა, რომლის ნახვაც ერთ რამედ ღირს. საბოლოოდ შეხვედრა მშვიდობიანი ანგარიშით, ფრედ – 1:1 დასრულდა.
სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა მოიპოვა ბერგამოს “ატალანტამ”. ბერგამოულმა გუნდმა, რომელთაც გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 4 ქულა აშორებდა, “სასუოლოს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. ლომბარდიული გუნდი აღნიშნულ სამ ქულას არგენტინელ ფორვარდ ხერმან დენისს უნდა უმადლოდეს, ვინაც დუბლი შეასრულა. ზღაპრული სილამაზის გამოდგა სამხრეთამერიკელის პირველი გოლი. დენისმა აკრობატულ ნახტომში ე.წ “მაკრატელა” გაიტანა. მეორე კი – თერთმეტმეტრიანით. ამ გოლთა შორის დომენიკო ბერარდიმ ერთი ხანობა წონასწორობის აღდგენა შეძლო, თუმცა საბოლოო ჯამში ეს გოლი “ნეროვერდის” არაფერში წაადგა. “ატალანტამ” თავის მხრივ 1 თებერვლის მერე პირველად მოიგო, რაც 8 მოუგებელ მატჩს ითვლიდა.
სიცილიურმა “პალერმომ” უდინეში, ადგილობრივ “უდინეზეს” მარტივად აჯობა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ჯერ ლაზაარმა შორი დისტანციიდან ულამაზესი ბურთი შეაგდო, ხოლო ანტრაქტამდე მეორე გოლი ლუკა რიგონიმ გაიტანა. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს – ჩოჩიევს გამოცდილმა ტოტო დი ნატალემ უპასუხა და – 1:3 სტუმართა სასარგებლოდ.
აუტსაიდერთა დავაში ვერონას “კიევომ” “ჩეზენას” მისსავე მოედანზე აჯობა და სერია A-ში ადგილის შენარჩუნება ფაქტობრივად გაინაღდა. ემილია-რომანიელთა მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიდა. “მფრინავ ვირებს” გუნდის ცოცხალმა ლეგენდამ, სერჯო პელისიერიმ მოაგებინა, რომელმაც 83-ე წუთზე ნიკოლა ლეალის კარი თავით დალაშქრა.
“ჩეზენა” – “კიევო” 0:1 (0:0)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
მაყურებელი: 16.000
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; კაპელი, ლუკინი (როდრიგესი 81), კრაინჩი, პერიკო; ჯორჯი, კაშონე, კარბონერო; ბრიენცა; დეფრელი (მონჩინი 89), ჯურიჩი (სუჩი 67)
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“კიევო” (4-4-2): ბიძარი, ფრეი, ცეზარი, დაინელი, ძუკანოვიჩი; სკელოტო (ბირსა 62), რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; პალოსკი (პელისიერი 58), მეჯორინი (კოფიე 85)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლი: 0:1 პელისიერი (83)
გაფრთხილება: კარბონერო (61), ჯურიჩი (63) – ჰეტემაი (56)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (2) – 15 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:5 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: პაოლო ვალერი
“ატალანტა” – “სასუოლო” 2:1 (1:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 14.000
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბიავა, ბენალუანე, დრამე; ძაპაკოსტა (ესტიგარიბია 67), ჩიგარინი (მილიაჩო 89), კარმონა, გომესი; მორალესი (მაზიელო 83), დენისი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ლონგი; ბიონდინი, მისიროლი, ბრიგი (ფლორო ფლორესი 65); ბერარდი, ფლოკარი (ძაძა 56), სანსონე (ლაზარევიჩი 80)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 დენისი (42), 1:1 ბერარდი (59), 2:1 დენისი (63, პენ)
გაფრთხილება: ბიავა (21, 81), კარმონა (55), ჩიგარინი (67) – მისიროლი (65, 71), ბერარდი (90)
გაძევება: ბიავა (81) - მისიროლი (71)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 8 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 2:1 გაფრთხილება: 4:3 გაძევება: 1:1
მსაჯი: დანიელე დოვერი
“ლაციო” – “ემპოლი” 4:0 (3:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 30.000
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კავანდა, დე ვრეი (ნოვარეტი 40), სანა, ლულიჩი; მაური, ბილია, პაროლო (კატალდი 79); კანდრევა, კლოზე (სიანი 60), ანდერსონი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი (ლაურინი 66); ვესინო (სინიორელი 55), ვალდიფიორი, კროჩე (ზიელინსკი 46); საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 მაური (4), 2:0 კლოზე (31), 3:0 კანდრევა (44), 4:0 ანდერსონი (53)
გაფრთხილება: ნოვარეტი (46, 58), კლოზე (55), სანა (75), კავანდა (81)
გაძევება: ნოვარეტი (58)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 10 (6) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 2:7 გაფრთხილება: 5:0 გაძევება: 1:0
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“ნაპოლი” – “ფიორენტინა” 3:0 (1:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 32.000
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; გარგანო, ლოპესი; კალეხონი, გაბიადინი (ჰამშიკი 64), მერტენსი (ძუნიგა 82); იგუაინი (ინსინიე 75)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; რიჩარდსი, სავიჩი, ბასანტა, პასკუალი; ბადეი (პიზარო 69), ბორხა ვალერო, კურტიჩი; სალაჰი, ილიჩიჩი (გომესი 46), ვარგასი (ხოაკინი 58)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 1:0 მერტენსი (23), 2:0 ჰამშიკი (71), 3:0 კალეხონი (89)
გაფრთხილება: კულიბალი (42), სტრინიჩი (63), ლოპესი (81) – ვარგასი (42)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 6 (0) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:4 გაფრთხილება: 3:1
მსაჯი: ანტონიო დამატო
“ტორინო” – “რომა” 1:1 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 16.000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი (მოლინარო 77), ვივესი (ფარნერუდი 79), გაცი, ელ კადური, დარმიანი; მარტინესი (მაქსი ლოპესი 57), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (უჩანი 84); ლიაიჩი (დუმბია 75), იბარბო (იანგა-მბივა 83), იტურბე
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 0:1 ფლორენცი (58, პენ), 1:1 მაქსი ლოპესი (64)
გაფრთხილება: ვივესი (30), მაკსიმოვიჩი (47), მორეტი (56), ელ კადური (72), გაცი (79) – იტურბე (37), დე როსი (56), მანოლასი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (2) – 22 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:7 გაფრთხილება: 5:3
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“უდინეზე” – “პალერმო” 1:3 (0:2)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 10.000
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი (პერიკა 46); ვიდმერი, ალანი, გილერმე (აგირე 79), პინცი, გაბრიელ სილვა; ტერო (ბადუ 69), დი ნატალე
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; გონსალესი, ვიტიელო, ანდელკოვიჩი; რისპოლი, ჩოჩევი, რიგონი, იაიალო (ბოლცონი 67), ლაზაარი; ვასკესი (ბელოტი 73, მარესკა 83), დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლები: 0:1 ლაზაარი (15), 0:2 რიგონი (21), 0:3 ჩოჩევი (66), 1:3 დი ნატალე (81)
გაფრთხილება: დანილო (72), გილერმე (74), აგირე (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (1) – 8 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:3 გაფრთხილება: 3:0
მსაჯი: დინო ტომაზი
“მილანი” – “სამპდორია” 1:1 (0:0)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 39.000
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე (დე შილიო 71), მექსე, პალეტა, ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა; ჩერჩი (სუსო 62), დესტრო (პაცინი 77), მენეზი
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი (ვსჟოლეკი 88), სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; ობიანგი, პალომბო, სორიანო (დანკანი 66); ედერი, ოკაკა (მურიელი 73), ეტო’ო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 0:1 სორიანო (58), 1:1 დე იონგი (74)
გაფრთხილება: პალეტა (52), დე იონგი (83) - ობიანგი (43)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (7) - 12 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:5 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 17 გოლი, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13, ფაბიო კვალიარელა (“ტორინო”) – 11.