ფეხბურთი

22:32 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვერკველია "ზენიტს" დაუზავდა, ნორვეგიაში გოროზია გააძევეს

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში რომის “ლაციომ” შინ 4:0 დაამარცხა “ემპოლი.” სტუმართა განაცხადში მოხვდა ლევან მჭედლიძე, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. 30 ტურის შემდეგ “ემპოლი” 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 ადგილზეა.

პორტუგალიის პრემიერა ლიგის 28-ე ტურში “ნასიონალმა”3:2 დაამარცხა “ჟილ ვისენტე.” დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ავთანდილ ებრალიძე, რომელიც 84-ე წუთზე პაულინიომ შეცვალა. პორტუგალიის 18 გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ჟილ ვისენტე” 19 ქულით მე-17 ადგილზეა.

ნორვეგიის ჩემპიონატის მეორე ტურში “ოდმა” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “სტაბეკი.” სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი გოროზია, რომელსაც 62-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენეს. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 1 ქულით მე-13 ადგილზეა.

გერმანიის მესამე ლიგის 32-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” მინიმალური სხვაობით დაამარცხა “უნტერჰაჰინგი.” მატჩი სრულად ჩაატარა ლუკას ჰუფნაგელმა. გერმანიის მესამე ლიგის 20 გუნდიან ჩემპიონატში “უნტერჰაჰინგი” 29 ქულით მე-18 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში “ზენიტისა” და “რუბინის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ყაზანელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა სოლომონ კვერკველიამ, რომელმაც 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “რუბინის” განაცხადში მოხვდა მამუკა კობახიძე, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. სატურნირო ცხრილში “რუბინი” 40 ქულით მე-5 ადგილზეა.

უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში კიევის “დინამოსა” და “ზარიას” მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. კიევურ შეხვედრაში ლუგანსკელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ჯაბა ლიპარტია, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 30 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება.

დანიის სუპერლიგის 24-ე ტურში “ოდენსემ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “ნორდსიელანდი.”გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდა ლადო დვალიშვილი, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. დანიის 12 გუნდიანი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში “ოდენსე” 28 ქულით მე-9 ადგილზეა.

დანიის სუპერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი “ორჰუსი” გასვლით მატჩში “ჰორსენს” დაუზავდა (1:1). მატჩი სრულად ჩაატარა მათე ვაწაძემ, განაცხადში მყოფ დავით სხირტლაძეს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, დავით დევდარიანი კი განაცხადში არ იმყოფებოდა. “ორჰუსი” სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ვიბორგს” ათი ქულით ჩამორჩება.

0.186191