ფეხბურთი

14:49 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ვან პერსის გაშვებას აპირებს

ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგები დატოვოს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 31 წლის ჰოლანდიელი ინგლისურ გრანდში კვირაში 250 000 გირვანქა სტერლინგს იღებს და კონტრაქტის ამოწურვამდე 10 მილიონი უნდა აიღოს. შესაბამისად “წითელი ეშმაკები” მზად არიან ფეხბურთელს 5 მილიონი გირვანქა კომპენსაციის სახით გადაუხადონ და ზაფხულში ტრანსფერზე დააყენონ.

ფეხბურთელისადმი ინტერესს იტალიური გრანდები, მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” იჩენენ. სერია ა-ს გუნდებს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის დამატება არ სურთ, ვან პერსი კი სავარაუდოდ ტრანსფერზე დაყენების შემდეგ 250 000 ფუნტზე ნაკლებ გასამრჯელოსაც დასთანხმდება.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ბოლო ხუთ თამაშში მან “მანჩესტერის” მაისური ტრავმის გამო ვერ მოირგო. ლუის ვან გაალის ინფორმაციით, ფეხბურთელი ვარჯიშს დაუბრუნდება, თუმცა “სიტისთან” კვირას, 19:00 საათზე გასამართ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.115402