ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონ ლებ-გოლდში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “მელილას“ ესტუმრა და ქართველი კალათბურთელის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, 70:83 დამარცხდა.
ბურჯანაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. ბექამ 4-დან 1 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ბურჯანაძის კლუბს 11 მოგება და 16 მარცხი მოუგროვდა და 15-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება.